ჩვენს შესახებ
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საკონსულტაციო ფირმა პარტნიორთა ფართო ქსელით მთელ მსოფლიოში, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ ცოდნა, რათა შემოგთავაზონ სხვადასხვა კორპორაციულ, კომერციულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის სოლიდური გამოცდილება.
კორპორაციული
ADM ეხმარება თავის კლიენტებს პარტნიორებთან ურთიერთობების ოფიციალურ გაფორმებაში და ირჩევს ოპტიმალურ სტრუქტურას.
ADM ასევე ატარებს როგორც ჰოლდინგების ყოვლისმომცველ აუდიტს და აქტივების დატვირთვის რისკებისა და მართვის დეტალურ ანალიზს.

დაბეგვრა
ADM უზრუნველყოფს თავის კლიენტებს კონსულტაციით საერთაშორისო და ადგილობრივ საგადასახადო დაგეგმარებასთან მიმართებაში, სთავაზობს კონსულტაციას დაბეგვრის საკითხებზე საერთაშორისო გარიგებების დადებისას. ჩვენი გუნდი ასევე ეხმარება ჩვენს კლიენტებს რესტრუქტურიზაციის, კორპორაციული შერწყმის, პირდაპირი ინვესტიციებისა და სხვადასხვა დარგში ინვესტიციების საკითხებზე.

აქტივების მოძიება
ADM შეუერთდა გამომძიებელთა ქსელს მთელ მსოფლიოში. კორპორაციული საძიებო მუშაობის, აქტივების მოძიებისა და მოვალეთა თვალყურის დევნის მრავალფეროვანი გამოცდილება მისცა ADM-ს საერთაშორისო არენაზე წარმატებით ფუნქციონირების საშუალება.

ვალების გადახდევინება
ADM ქმნის ვალების გადახდევინების მკაფიო საგზაო რუკას და გთავაზობთ მოქმედებათა საუკეთესო სტრატეგიას კლიენტისთვის პრობლემური სესხების უკან დასაბრუნებლად.

საბუღალტრო და სამდივნო მომსახურება
როდესაც საქმე მიდის იურიდიული პირის დაფუძნებას საქართველოში ADM-ს შეუძლია ფართო დიაპაზონის სამდივნო და საბუღალტრო მომსახურების შეთავაზება, მათ შორის:
  • სუბიექტის შექმნა და ლიკვიდაცია;
  • ადგილობრივი/ნომინალური დირექტორების მოვალეობების შესრულება და იურიდიული მისამართებით უზრუნველყოფა;
  • მემორანდუმების, ოქმებისა და წესდებების შემუშავება;
  • ყოველდღიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური საბუღალტრო და სააღრიცხვო მომსახურება;
  • საბუღალტრო აღრიცხვა, სახაზინო და მმართველობითი ანგარიშგება და ა.შ.
უძრავი ქონება
ჩვენი ექსპერტების გუნდი გაგიწევთ დაწვრილებით კონსულტაციას უძრავი ქონების საკითხებზე, გარიგებების შესაბამისობის შეფასებიდან (ადმინისტრაციულ მოთხოვნებთან და ნებართვებთან შესაბამისობა) ხელშეკრულებების შედგენამდე.

დასაქმება
ADM გთავაზობთ მაღალი დონის კონსულტაციას დასაქმების ასპექტების ფართო დიაპაზონზე, მათ შორის:
  • რეგულაციებთან შესაბამისობა, როგორც კორპორაციული კლიენტების ყოველდღიურ საქმიან ოპერაციებში, ასევე სპეციფიურ საკითხებზე;
  • სხვადასხვა საკითხები კორპორაციულ შერწყმასა და შთანთქმაზე, ასეთი როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლობითი ოფისებისა და ფილიალების დაფუძნება; რეორგანიზაცია და გადახდისუუნარობა;
  • შიდა/გარე წესებისა და პოლიტიკის შედგენა.

იმიგრაცია
ADM-ის გუნდს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სხვადასხვა საიმიგრაციო საკითხებში. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს ზოგადი შესაბამისობის საკითხებში კონსულტაციას საიმიგიგრაციო შეზღუდვებზე, წარმოვადგენთ ჩვენს კლიენტებს სახელმწიფო ორგანოებში, ვეხმარებით საგადასახადო რეზიდენტობის, დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღებაში და ვუზრუნველყოფთ მხარდაჭერით მოქალაქეობაზე დოკუმენტების შეტანისას.

კერძო კაპიტალი
ADM წევს სპეციალურ მომსახურებას კერძო კაპიტალის მფლობელ პირებს, სთავაზობს კონსულტაციას მედიასთან და გართობის მრეწველობასთან, ბიზნესთან, უძრავ ქონებასთან, შერწყმასთან და შთანთქმასთან, კორპორაციულ სამართალთან, გადასახადებთან, იმიგრაციასთან, საოჯახო სამართალთან და დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გამოცდილება და პრაქტიკა
დაგვიკავშირდით
office@admgeo.com
საქართველო, თბილისი
კოტე აფხაზის ქუჩა 44
ბიზნეს ცენტრი “მეიდან პალასი”
Made on
Tilda